სახელმწიფო დაკვეთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახელმწიფო დაკვეთა - (state order) - ეკონომიკური და სოციალური განვითარების ნაწილი, რომელსაც დირექტიული ხასიათი აქვს. სახელმწიფო ამ გზით ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკაზე. სახელმწიფო დაკვეთა ეძლევათ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საკუთრების სხვა ფორმით არსებულ საწარმოებსაც. სახელმწიფო დაკვეთისას გარანტირებულია პროდუქციის რეალიზაცია.