სომხური პრესა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომხური პრესა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში საქართველოში 32 სომხური პერიოდული გამოცემა ფუნქციონირებდა. საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის ფორმიდან გამომდინარე, მაქსიმალურად იყო დაცული პრესის თავისუფლება, გამონაკლისს წარმოადგენდა 1918 წლის დეკემბერი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სომხეთთან ომის პერიოდში დროებით დაიხურა რამდენიმე პროპაგანდისტული გამოცემა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოდიოდა შემდეგი სომხურენოვანი პრესის ორგანოები:

  • „მშაკ“ (მუშა) - ლიტერატურული და პოლიტიკური ყოველკვირეული გაზეთი, თბილისი, 1872-1921, 4 გვ., რედ.-გამომ. გრ. არწრუნი, 1892-დან რედ. ალე. ქალანთარი, შემდეგ ჰამბ. არაქელიანი; 1913 წლდან რედ.-გამომ. ჰამბ. არაქელიანი, 1918 წლდან - ლ. ქალანთარი.
  • „ჰორიზონ“ (ჰორიზონტი) – „ნორ ჰორიზონი“. ლიტერატურული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაზეთი (დაშნაკცუთიუნის ორგანო), თბილისი, 1909-1918, 4 გვ., რედ.-გამომ. ბ. ნურალიანი, შემდეგ ს. საჰაკიანი; ფაქტობრივად, რედ. იყვნენ - ლ. თუმანიანი, მ. ვალადიანი, ნ. აღბალიანი, ა. ჯამალიანი, ა. შაჰხათუნი, მ. ვარდანიანი, ს. გრუზინიანი (ვრაციანი), ვ. ნავასარდიანი. 1908-1909 წლებში ერქვა „გორწ“. 1918 წლიდან გამოიცემოდა „ნორ ჰორიზონის“ სათაურით.
  • „აშხატავორ“ (მშრომელი) - მუშურ-გლეხური გაზეთი,. თბილისი, 1917-1920, 4 გვ., რედ. ვ. ტერ-გრიგორიანი (ვაჰან ხორენი).
  • „ნორ აშხატავორ“ (ახალი მშრომელი). მუშური და გლეხური გაზეთი, დაშნაკცუთიუნის საქართველოსა და თბილისის კომიტეტების ორგანო, თბილისი, 1919-1920 წწ., 4 გვ., რედ. ზ. ზორიანი.
  • „პაიქარ“ (ბრძოლა) - ლიტერატურული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ყოველკვირეული გაზეთი, სოციალ-დემოკრატ. მუშათა პარტიის ამიერკავკასიის ფორმირების ორგანო, თბილისი, 1915-1919 წწ., 4 გვ., რედ.-გამომ. ი ჰ. სარგსიანი.
  • „ბანვორი კრივ“ (პროლეტარის ბრძოლა) - რუსეთის სოციალ-დემოკრატ. (მუშათა) პარტიის (ბოლშევიკების) თბილისის კომიტეტის ორგანო, თბილისი, 1917-1918 წწ., 4 გვ,. რედ. ს. ხანოიანი, ა. არავიანი.
  • „გრაკან გეღარვესტაკან ალმანახ“ (მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი) - თბილისი, 1917, 1919, 48 გვ., დირ. მ. ეფრიკიანი, გ. მკრტჩიანი, ჰ. მაილიანი.
  • „მიუთიუნ“ (ერთობა) - სრულიად სომეხ მოსწავლეთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო, მხატვრული და ლიტერატურული ყოველკვირეული გაზეთი, თბილისი, 1917-1919 წწ., 4 გვ., რედ. გ. აბოვიანი, ს. ელბაკიანი
  • „შარჟუმ“ (მოძრაობა) - მოსწავლეთა ბეჭდვითი ორგანო, ახალციხე, 1917 – 1918 წწ., 4 გვ., რედ. ა. ავაგიანი, მ. ზარაფიანი.
  • „ჰაიასტან“ (სომხეთი) - ყოველდღიური გაზეთი (სარდალ ანდრანიკის ბეჭდვითი ორგანო), თბილისი, 1917-1918 წწ., 4 გვ., რედ. ვ. თოთოვენცი.
  • „ჰაიკაშენ“ - ყოველთვიური ლიტერატურულ - პოლიტიკური ეროვნული გამოცემა, ჰნჩაკიანთა (ლიბერალური) პარტიის კავკასიის ცენტრალური სამმართველოს ორგანო, თბილისი, 1917 - 1918, 48 გვ., სარედაქციო კოლეგია.
  • „აშხატანქი დროშაკ“ (პროლეტარის დროშა) - სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ამიერკავკასიის რეგიონისა და თბილისის კომიტეტების ორგანო, თბილისი, 1918-1919, 4 გვ., სარედაქციო კოლეგია.
  • „ბანვორ“ (მუშა) - რუსეთის სოციალ-დემოკრატ. მუშათა პარტიის (უმრავლესობის) კავკასიის ქვეყნების და თბილისის კომიტეტების ორგანო, თბილისი, 1918, 4 გვ., რედ. ს. კასიანი და სხვ.
  • „კაიწ“ (ნაპერწკალი) - ნახევრად ოფიციალური ორგანო. სოციალ-დემოკრატიული პარტიის სომხეთის ჰნჩაკიანთა (ლიბერალური) პარტიის აღმასრულებელი ორგანოს გამოცემა, თბილისი, 1918, 4 გვ., მფლობელი ს. მურადიანი.
  • „კარმირ დროშაკ“ (წითელი დროშა) - ყოველდღიური გაზეთი, ბოლშევიკური გამოცემა, თბილისი, 1918, 4 გვ., რედ.-გამომ. მკრტიჩ გარ დაშიანი.
  • „კარმირ ორერ“ (წითელი დღეები) - სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო, თბილისი, 1918, 4 გვ., რედ.: გ. ვარდანიანი და ვ. ერემიანი.
  • „კომუნა“ - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული (მუშათა) პარტიის თბილისისა და რეგიონალური კომიტეტების ორგანო, არალეგალური გაზეთი, თბილისი, 1918, 4 გვ., გამომ. ჰ. კამარინი.
  • „ლრაბერ“ (მაცნე) - საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული გამოცემა, ყოველკვირეული გაზეთი, თბილისი, რედ.-გამომ. სიმ. მკრტჩიანი, ტ. ნაზარიანი
  • „ნორ კანქ“ (ახალი ცხოვრება) - პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჟურნალი (მენშევიკური მიმართულების), სოხუმი, 1918, 4 სარედაქციო კოლეგია.
  • „ჟოღოვრდი ძაინ“ (ხალხის ხმა) - საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული ყოველდღიური გაზეთი, სომხეთის სახალხო პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო, თბილისი, 1918-1919, 4გვ., სარედაქციო კოლეგია.
  • „ჟოღოვურდ“ (ხალხი) - საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული ყოველდღიური გაზეთი, თბილისი, 1918-1920; 4 გვ.
  • „ჰრაზდან“ - მხატვრულ-ლიტერატურული კრებული (ერთწლიანი გამოცემა), თბილისი, 1918, 96 გვ., სარედაქციო ჯგუფი
  • „არაგაწი“ - ამერიკის სომეხ მოსწავლეთა ბიუროს გამოცემა, თბილისი, 1919, 4 გვ
  • „ბანვორ“ (მუშა) - ყოველთვიური გამოცემა, თბილისი, 1919, 26 გვ., რედ. ს. ერზნკიანი
  • „ბოღბოჯ“ (კვირტი) - ლიტერატურული, სახელოვნებო ყოველკვირეული გაზეთი, თბილისი, 1919, 20 გვ.
  • „გორწავორ“ (მშრომელი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის განყოფილების ორგანო, თბილისი, 1919, 4 გვ., სარედაქციო ჯგუფი.
  • „ვორბი ძაინ“ (ობლის ხმა) - გამოდიოდა ორშაბათობით. მოსკოვის სომხური კომიტეტის ობოლ მოსწავლეთა კავშირის ორგანო, თბილისი, 1919, 4 გვ.
  • „ზოკი ჭროიგ“ (ზოკის ხმა) - ილუსტრირებული ლიტერატურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გამოცემა (ზოკურ დიალექტზე), თბილისი, 1919, 8 გვ., რედ.: რ. ზარგარენცი, ჰ. თუმანიანი.
  • „ლუის“ (სინათლე) - მოსწავლეების ყოველკვირეული გაზეთი. სომეხ რევოლუციონერთა ერთობის (დაშნაკცუთიუნის) მოსწავლეთა კავშირის თბილისის კომიტეტის ორგანო თბილისი; 1919, 4 გვ., სარედაქციო კოლეგია.
  • „სოციალ-დემოკრატ“ (სოციალ-დემოკრატი) - მუშური ყოველკვირეული გაზეთი, რსდ(მ) პარტიის ამიერკავკასიის ბიუროს ბეჭდვითი ორგანო, თბილისი, 1919, 4 გვ., სარედაქციო ჯგუფი (არშაკ ზურაბიანი).
  • „ფაროს“ (შუქურა) - პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჟურნალი, სოხუმი, 1919, 4 გვ.
  • „ჰარაჯი“ - პროლეტარული გაზეთი, თბილისი, სტამბა „როტინიანი“, 1919-1920 წწ., 4 გვ., სარედაქციო კოლეგია

ქეთევან ოთარაშვილი


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები