სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო – (ინგლ. Cooperation Council for the Arab States of the Gulf), საბჭოს შემადგენლობაშია საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (აგს). ომანი, კატარი და ბაჰრეინი, შეიქმნა 1981. მისი წესდება ხელმოწერა იქნა საბჭოს წევრი სახელმწიფოების პირველ თათბირზე, რომელიც ჩატარდა აბუ-დაბიში (აგს) 25-26.X. 1981. საბჭოს ოფიციალური მიზანია ყველა სფეროში მის წევრებს შორის თანამშრომლობის, მჭიდრო ინტეგრაციისა და კოორდინაციის განხორციელება. სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო სფეროში და უშიშროების სამსახურის მუშაობაში კოორდინაციის საკითხებს. საბჭოს მთავარი ორგანოებია: უმაღლესი საბჭო სახელმწიფოების მეთაურთა დონეზე, მინისტრთა საბჭო (რომელიც ატარებს სხდომებს ყოველ სამ თვეში ერთხელ, გენერალური სამდივნო (გენერალურ მდივანს ირჩევენ სამ წელიწადში ერთხელ და აგრეთვე კომისია სადავო საკითხების მოსაგვარებლად. საბჭოს შტაბ-ბინა ერ-რიადშია (საუდის არაბეთი).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები