სპეკულაციური უმუშევრობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპეკულაციური უმუშევრობა - (speculative unemployment), ფრიქციული უმუშევრობის ერთ-ერთი ელემენტი. უფრო სწორად მას შეიძლება ვუწოდოთ სპეკულაციური არასრული დასაქმება. ეს მოვლენა წარმოიქმნება ხელფასის დაცემის შედეგად. ასეთ სიტუაციაში ზოგიერთი მუშა დროებით ამცირებს თავის სამუშაო დროის მიწოდებას, მომავალში შრომის ანაზღაურების უფრო მაღალი განაკვეთის მოლოდინის გამო. ეს მოვლენა შეიძლება შეფასდეს როგორც სამუშაო დროის დროებითი გადანაწილება ხელფასის დროებითი შემცირების საპასუხოდ.