სპეციალური ტრანსპორტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპეციალური ტრანსპორტი – ტრანსპორტის სახე, რომელსაც მიეკუთვნება: საბაგირო გზა, მილსადენი, ლენტური ტრანსპორტიორი, ჰიდრო- და პნევმოტრანსპორტი. გამოიყენება ნავთობპროდუქტების, სამთო გამონამუშევრების, ფხვიერი მასალებისა და მისთ. დიდ მანძილზე გადასატანად. სპეციალურ ტრანსპორტს მიეკუთვნება აგრეთვე ავტობეტონსაზიდი, ავტობეტონტუმბო, ავტობეტონსარევი და სხვა ტექნოლოგიური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება.