სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური მიმართულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური მიმართულება - დედამიწის სფეროს საჰაერო-კოსმოსური სივრცის, ტერიტორიის და აკვატორიის პირობითად განსაზღვრული ზოლი. მის ფარგლებში ბაზირებულია და ერთმანეთს უპირისპირდებიან სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული, საჰაერო-კოსმოსური ძალების, საშუალებების შეტევითი და თავდაცვითი დაჯგუფებები.

სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური მიმართულება როგორც შეიარაღებული ბრძოლის წარმოების მოცულობითი სფერო და სამხედრო ხელოვნების კატეგორია, ცალკე ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც შეიარაღებაში მიღებულ იქნა სტრატეგიული ბომბდამშენები, სარაკეტო-ბირთვული იარაღი და საბრძოლო-კოსმოსური საშუალებები.

ერთი ან რამდენიმე სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური მიმართულების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს სტრატეგიული ბირთვული ძალების შეტევითი და თავდაცვითი საჰაერო-კოსმოსური ოპერაცია. ის მოიცავს რამდენიმე საჰაერო (საჰაერო-კოსმოსურ საოპერაციო) მიმართულებას. სტრატეგიული სტაბილურობა, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიული ურთიერთობების მდგომარეობა, რომლის დროსაც არც ერთი მხარე არ განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები