სცენის პორტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სცენის პორტალი – არქიტექტურული პორტალი, რომელიც გამოყოფს სცენას მაყურებელთა დარბაზიდან და ქმნის ღიობს, ე.წ. სცენის სარკეს. სცენის ღიობის პირველი სახეა რომაული თეატრის სცენა: სამშესასვლელიანი დეკორაციულად გაფორმებული სცენა (scenae fronts), რომელიც პროსცენიუმს გამოჰყოფდა სასცენო ნაგებობის შიგა ნაწილისაგან.
XVII საუკუნეში ოპერის განვითარებამ მოითხოვა რთული სადადგმო ტექნიკის გამოყენება და ამიტომ საჭირო გახდა ისეთი თეატრების აგება, რომელთაც ექნებოდათ სპეციალური სცენა – მაყურებელთაგან მუდმივი პორტალით გამოყოფილი კოლოფი. თანამედროვე თეატრში სცენის ღიობი სწორკუთხოვანი ფორმისაა, ზედა მომრგვალებული ბოლოებით. სცენის ღიობის განსაკუთრებული სახეა დროებითი დეკორატიული პორტალი, რომელიც სცენის პირველი პლანის არქიტექტურულ ჩარჩოს წარმოადგენს.