ტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტალი - (ჰოლ. talie < ლათ. talea - ჩამონაჭერი) ტვირთამწევი შეკიდებული მოწყობილობა, შედგება ორი ბლოკისგან, რომლებშიც გაყრილია გვარლი. ტალი ძალაში მოგებას იძლევა აწევის სიჩქარის შემცირების ხარჟზე. აქვს ერთ- ან ორრელსიანი სამოძრაო ლიანდაგი (დახრა 2%-მდე), გადამყვანი ისრები. ელექტროტალს, რომელსაც ერთ-რელსიანი ურიკა აქვს, ტელფერი ეწოდება. ბლოკებში შკივების რაოდენობის მიხედვით არსებობენ 1-, 2-, 3-, 4-, 6-, 8- და 12-შკივიანი ტალიები.