ტანეოს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტანეოს, ტანოს, ტანოა - ველი ქვემო ეგვიპტეში, გესემის ახლოს. აქ აღასრულა მოციქულმა მოსემ ღვთის ხელდასხმით სასწაულნი - ისრაელიანთა ფარაონის ტყვეობისაგან გამოსახსნელად. „არა მოიხსენეს (ისრაელიანთა) ვითარ იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი და ნიშნი ველსა მას ტანეოსსა“.
წყარო
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი