ტანკების ჰერმეტიზაციის რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტანკების ჰერმეტიზაციის რაიონი - უბანი, სადაც მიმდინარეობს წყალქვეშ ან ღრმა ფონით ტანკების გადასასვლელად მომზადება. ტანკების ჰერმეტიზაციის რაიონში ხდება ტანკების საკონტროლო დათვალიერება, მათი ჰერმეტიზაცია წყალქვეშ ტარების მოწყობილობის გამოყენებით, საბუქსირე გვარლების (კანაფის ან ფოლადის ბაგირი) ჩაბმა და ჩაწყობა, ჰაერმიმწოდებელი მილების აწყობა და დაყენება, საწვავით გამართვა.