ტაქტიკური სწავლება საბძოლო სროლით
ტაქტიკური სწავლება საბძოლო სროლით - სწავლება ცეცხლის რეალური წარმოებით, ბომბდაშენით და რაკეტების გაშვებით. ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების) და შენაერთების საბრძოლო გაწრთვნის უმაღლესი ფორმა. ტარდება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების სრულყოფის შემოწმების მიზნით; ასევე – ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების საბრძოლო შერწყმის, მეთაურების და მართვის ორგანოების საბრძოლო მოქმედებების, ჯარების მართვის ჩვევების დასახვეწად.
საბრძოლო სროლა, ბომბდაშენა და სხვა ტარდება სწავლების ერთ ან რამდენიმე ეტაპზე. მოწინააღმდეგე მოინიშნება სამიზნეებით, მაკეტებით, ჩამოწერილი ტექნიკით და სხვა საიმიტაციო საშუალებებით. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს მათკენ არტილერიის, ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების ცეცხლის გახსნა, რაკეტების გაშვება, ბომბდაშენა, სროლა ყველა სახის სასროლი იარაღიდან და ხელის ყუმბარების ტყორცნა.