ტერაზიტული ბათქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერაზიტული ბათქაში

ტერაზიტული ბათქაშიბათქაში, რომელიც შედგება თეთრი ცემენტის, კირ-ფიფქის, თეთრი ქვიშის, მარმარილოს, მინის, ქარსის, ანტრაციტის ნაფხვენის და სხვა მასალების ნარევისგან. ფერის მისაცემად უმატებენ პიგმენტს. დაიტანება დაგრუნტულ ზედაპირზე ხელის ინსტრუმენტით და შემდეგ წვრილკბილებიანი ხვეწით ან ლურსმნებიანი ჯაგრისით ახდენენ ზედაპირისათვის ფაქტურის მიცემას. პროცესი უნდა დასრულდეს 30-60 წუთში (შემდეგ ცემენტი დაიწყებს შეკვრას).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები