ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება − ბუნებრივი რელიეფის შეცვლა გრუნტის მოჭრით ან დაყრით და მისი მოყვანა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც პასუხობს მშენებლობის მიზნებსა და ექსპლუატაციას. ის დასახლებული ადგილების კეთილმოწყობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების პროექტი წარმოადგენს ქალაქის (დასახლების) დაგეგმვისა და განაშენიანების პროექტის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს.