ტვიროსი
ტვიროსი ანუ ტვირე (გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა. 82, 7) - ქამის შთამომავლობის მიერ აგებული ფინიკიური ქალაქი. აღშენებული იყო კლდეზე ნახევარ-კუნძულად.
ტვიროსი იყო განთქმული ქალაქი მთელს აზიასა და ევროპაში. აქ მზადდებოდა იერუსალიმის ტაძრის საშენებელი მასალა და იგზავნებოდა იერუსალიმში. აქვე, 1800 წ. ქრისტეს შობამდე შეიმუშავეს შუშის კეთების ტექნოლოგია, რომელიც იმ დროს ოქროზე მეტად ფასობდა. ტვიროსი განთქმული იყო აგრეთვე გემთმშენებლობით და ფაიფურის დამუშავებით.
ეს დიდებული ქალაქი დაიპყრო და დაარღვია დიდმა დამპყრობელმა ნაბუქოდონოსორმა. მას შემდეგ აღაშენეს ახალი ტვიროსი, რომელიც თავისი დიდებულებით პირველს სჯობდა. იგი მდებარეობდა ძველი ტვიროსის ახლოს კუნძულზე. იმ დროის მსოფლიოში იყო ყველაზე დიდი სავაჭრო და მდიდარი ქალაქი. მაგრამ იგიც დარღვეულ იქნა ალექსანდრე დიდი მაკედონელის მიერ, ქ.შ-მდე 332 წელს.
წყარო
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი