ტოქსოკაროიდული განვითარების ტიპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოქსოკაროიდული განვითარების ტიპი – დამახასიათებელია Toxocara-სა და Neoascaris-ის გვარების ნემატოდებისათვის. დეფინიტური მასპინძლის დაინვაზიება ხდება პერორალურად, ჰელმინთის ინვაზიური კვერხების გადაყლაპვისას. ნაწლავში იჩეკებიან ლარვები, რომლებიც შეიჭრებიან ნაწლავის კედლის სისხლძარღვებში. მაკე ცხოველის ორგანიზმში მოხვედრილი ლარვები სისხლის მეშვეობით გააღწევენ პლაცენტაში და ჩაიბუდებენ ნაყოფის ფილტვებში. მისი დაბადების შემდეგ ლარვები მიგრირებენ პირის ღრუში, გადაიყლაპებიან და ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ ამთავრებენ განვითარებას. გარდა ამისა, მამრი ან არამაკე დეფინიტური ასპინძლის სისხლში მოხვედრილი ლარვები მიგრირებენ ფილტვებში, გადაინაცვლებენ პირის ღრუში, გადაიყლაპებიან და ნაწლავში მოხვედრის შემდეგ აღწევენ ზრდასრულ სტადიას.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები