უზრუნველმყოფი მოქმედებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უზრუნველმყოფი მოქმედებები – ღონისძიებები ჯარების (ძალების) ძირითადი დაჯგუფებების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის (ბრძოლისუნარიანობის) და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად საბრძოლო მოქმედების დანიშნულ ზოლებში (მათი პასუხისმგებლობის ზონებში). გულისხმობს დაზვერვას, პირადი შემადგენლობის დაცვას მასობრივი დაზიანების იარაღისაგან, რადიოელექტრონულ ბრძოლას, აგრეთვე ჯარების დაცვას, შენიღბვას და საინჟინრო დაფარვას. უზრუნველმყოფი მოქმედებებს აწარმოებენ შესაბამისი სპეციალური ჯარები, ცალკეულ შემთხვევებში – სატანკო, მოტოქვეითი და საარტილერიო ნაწილები, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – აგრეთვე ფლოტის ძალები.