უნივერსალური არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უნივერსალური არტილერია – სახომალდო არტილერია, რომელსაც შეუძლია სროლა აწარმოოს საჰაერო, საზღვაო და სანაპირო მიზნებზე. თანამედროვე უნივერსალური არტილერიის კალიბრია 20– 130 მმ. გამოიყენება კოშკურა და საგენბანო ავტომატური საარტილერიო დანადგარები (ჩვეულებრივად მცირეკალიბრიანი, მრავალლულიანი 57 მმ. კალიბრის ზევით, ერთ ან ორ ქვემეხიანი).