უწყვეტი გარემოს მექანიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უწყვეტი გარემოს მექანიკამექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირის, სითხის, პლაზმისა და დეფორმირებადი მყარი სხეულის მოძრაობასა და წონასწორობას. უწყვეტი გარემოს მექანიკას განეკუთვნება ჰიდროაერომექანიკა, აირის დინამიკა, დრეკადობის თეორია, პლასტიკურობის თეორია და სხვ.

უწყვეტი გარემოს მექანიკის ძირითადი დაშვება ის არის, რომ ნივთიერება შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უწყვეტი, მთლიანი გარემო, უგულებელვყოთ მისი მოლეკულური (ატომური) აგებულება და ერთდროულად ყველა მისი მახასიათებელი (სიმკვრივე, ძაბვა, ნაწილაკთა სიჩქარეები და სხვ.) ჩავთვალოთ უწყვეტი განაწილების მქონე სიდიდეებად.

ნებისმიერი გარემოს შესწავლისას უწყვეტი გარემოს მექანიკის ამოსავალია:

1. გარემოს მოძრაობის ან წონასწორობის განტოლებები, რომლებიც გამომდინარეობენ მექანიკის განტოლებებიდან;
2. გარემოს უწყვეტობის განტოლება;
3. ენერგიის შენახვის განტოლება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები