სალიცილმჟავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფენოლის მჟავა-დან)
სალიცილმჟავა (ფენოლის მჟავა) (< ლათ. salix ტირიფი) – ორგანული ნივთიერება, რომელიც მიიღება ტირიფის ქერქისგან. ქიმიური ფორმულა C7H6O3. უფერო კრისტალები. კარგად იხსნება ეთანოლში, დიეთილის ეთერსა და სხვა პოლარულ ორგანულ გამხსნელებში, არ იხსნება წყალში. გამოიყენება მედიცინაში (ანთების საწინააღმდეგოდ, სიცხის დამწევად, კანის დაავადებების სამკურნალოდ და სხვა), კვების მრეწველობაში (კვების პროდუქტების კონსერვაციისათვის), მშენებლობასა (საღებრების წარმოება) და სხვა.