კერამიკული მოჭიქული ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფილა კერამიკული მოჭიქული-დან)
კერამიკული მოჭიქული ფილა – მოსაპირკეთებელი ფილა, ამზადებენ თიხისაგან ნახევრადმშრალი დაწნეხის მეთოდით და შემდგომი გამოწვით. არის თეთრი, ფერადი და დეკორატიული. შეიძლება იყოს ფორმით კვადრატული და მართკუთხა. ფილები არაა გათვალისწინებული იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან მექანიკური, მაღალი ტერმპერატურის, ყინვის, მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებას.