ბრტყელი ფილტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფილტრი ბრტყელი-დან)
ბრტყელი ფილტრი – სამრეწველო ფილტრი, უძრავად დამაგრებული ხისტ კარკასზე ღრმა ჯიბეების ან ბრტყელი ფორმის სახით. გამოიყენება ჰაერის გასაწმენდად სხვადასხვა სავენტილაციო დანადგარებში, სადაც ჰაერის მოცულობა, დაქვემდებარებული ფილტრაციას, მეტია ნომინალურზე. ასეთებია სათავსები, რომელშიც დაყენებულია მაცირკულირებელი და გამწოვი სისტემები, ლაქსაღებავების კამერები, ლითონების დამუშავების, ქიმიური პროდუქციის, სამკურნალო პრეპარატების საწარმოები და სხვ.