ფოტოგრამმეტრიული დაზვერვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფოტოგრამმეტრიული დაზვერვა - სადაზვერვო მონაცემების მიღების ხერხი დედამიწის ზედაპირის და ობიექტების ფოტოგრაფიული (ფოტოსატელევიზიო), რადიოლოკაციური, სითბური და სხვა გამოსახულებების დამუშავების გზით.
ფოტოგრამმეტრიული დაზვერვა წარმოებს ძირითადად არტილერიის და სარაკეტო ჯარების შტაბების ინტერესებისათვის.
ფოტოგრამმეტრიული დაზვერვის შედეგები გამოიყენება სპეციალური რუკების, ფოტოდოკუმენტების შექმნისას; ფოტოგადაღებების მიხედვით - მიზნების და ჯარების საბრძოლო წყობის კოორდინატების განსაზღვრისას; სამხედრო ობიექტების ზომების და მდებარეობის შესახებ ცნობების მისაღებად, საინჟინრო ნაგებობების დეფორმაციის განსაზღვრისათვის.ასევე იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც უკავშირდება ზუსტ გაზომვებს ფოტოსურათების მიხედვით.