ფსალმოდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფსალმოდია – (ბერძ. psalmodia < psalmos ფსალმუნი და õdë – სიმღერა, მღერა), ფსალმუნის გალობის თავისებური ფორმა, მელოდიური დეკლამაცია. ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში შემოვიდა იუდაიზმიდან. ფსალმოდიის რიტმიკას განაპირობებს ტექსტის გრამატიკული და ლოგიკური მახვილები. ფსალმოდია ეწოდება აგრეთვე ორი გუნდის ან სოლისტისა და გუნდის გალობას მონაცვლეობით, დიალოგის ფორმით.