ქარცხვი (Campanula tridentata Schreb.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქარცხვი (Campanula tridentata Schreb.)

ქარცხვი (Campanula tridentata Schreb.) - ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები წამოწეულია. 2-15 სმ სიმაღლის, მარტოულყვავილიანი, შიშველი ფესვთანური ფოთლები როზეტს ქმნიან. ფოთლები უკულანცეტა–ნიჩბისებურია, კიდემთლიანი. ხშირად წვერზე მოკვეთილი, კიდეებზე წამწამისებურად შებუსული. ღეროსეული ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა. კიდეებზე ბეწვიანი. გვირგვინი მუქი ცისფერი ან მოიისფროა. ყვ. ნაყ. V-VIII. სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია აბანოს უღელტეხილის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები