ქასრაშვილი მაყვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაყვალა ქასრაშვილი

მაყვალა ქასრაშვილი – (13 მარტი 1942, ქუთაისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო). საქართველოს (1980) და სსრკ (1986) სახალხო არტისტი. ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (მონრეალი 1973), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი (1983), რუსეთის „ხალხთა მეგობრობის“ ორდენი (2006), „ღირსების ორდენის“ კავალერი (1997), საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი.

1966 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება (პროფ. ვ. დავიდოვის კლ.) 1966-იდან სსრკ „დიდი თეატრის“ წამყვანი სოლისტია. 2002-იდან საოპერო დასის შემოქმედებითი კოლექტივების მმართველი. 2014-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. მაყვალა ქასრაშვილი დიდი შინაგანი ექსპრესიის, ვოკალურ-არტისტული დიაპაზონის, უმაღლესი პროფესიული კულტურის მომღერალია. დაჯილდოებულია უმაღლესი ტემბრის თბილი ხმით.

პარტიები: თამარი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ევრიდიკე (გლიუკის „ორფევსი და ევრიდიკე“), ტატიანა, ლიზა, იოლანტა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“, „იოლანტა“), დონა ანა, გრაფინია (მოცარტის „დონ ჯოვანი“, „ფიგაროს ქორწინება“), ტოსკა, „ტურანდოტი“ (პუჩინის „ტოსკა“, „ტურანდოტი“), ლეონორა, ამელია, დეზდემონა, აიდა (ვერდის „ტრუბადური“, „ბალ-მასკარადი“, „ოტელო“, „აიდა“), ნატაშა როსტოვა, ლიუბკა, პოლინა (პროკოფიევისომი და მშვიდობა“, „სემიონ კოტკო“, „მოთამაშე“), მარგარიტა (გუნოს „ფაუსტი“), სანტუცა (მასკანის „სოფლის ღირსება“), ორტრუდა (ვაგნერის „ლოენგრინი“), ფრანჩესკა (რახმანინოვის „ფრანჩესკა და რიმინი“) და სხვ.

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები