ღვარცოფული რეჟიმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღვარცოფული რეჟიმი – ღვარცოფული პროცესის განვითარების მახასიათებელი დროში. ღვარცოფული რეჟიმი ძირითად მაჩვენებლებს ღვარცოფსაშიში პერიოდი და ღვარცოფების განმეორებადობა წარმოადგენს. განასხვავებენ ბუნებრივ და შეცვლილ ღვარცოფულ რეჟიმს. უკანასკნელი ხდება სამეურნეო საქმიანობის ან თავდაცვის ღონისძიებების განხორციელების დროს.