ყორე ქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყორე ქვა (ყორე) – ქვის უწესო ფორმის მსხვილი ნატეხები წიბოს სიგრძით 150-500 მმ. მიიღება კირქვის, დოლომიტის, ქვიშაქვის, გრანიტის საბადოების დამუშავებით. მისი ნაირსახეობაა რიყის ქვა (წიბოს სიგრძე ნაკლები 300 მმ-ზე). სიმტკიცის მიხედვით არსებობს ყორე ქვის შემდეგი სახეები: ნაკლებად მტკიცე (25-100 მპა), საშუალო სიმტკიცის (150-400 მპა) და მაღალი სიმტკიცის (მეტი 500 მპა-ზე). ყორე ქვა გამოიყენება შენობის საძირკვლებში, მეორეხარისხოვან კედლის წყობაში, ეზოების შემოსაღობ ქვის კედლებში, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხებში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები