შაიშმელაშვილი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შაიშმელაშვილი ივანე − (1910 − 1992), მკვლევარი, მწერალი, პოეტი, სამხედრო პირი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაიბადა თბილისში. 1950 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1929 წელს სამხედრო გაზეთის ფურცლებზე გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი ახალგაზრდა მეომარმა. სამ ათეულ წელზე მეტი ფარაჯა არ გაუხდია მას და არც პოეტის კალამი გაუგდია ხელიდან. 1935 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა მისი ლექსები. შექმნილი აქვს პოემა „ქარიშხალი თბილისში”.