შაოლინის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაოლინის მონასტერი

შაოლინის მონასტერი − (ინგლ. Shaolin Monastery), ჩინეთში მთა შაოშიზე მდებარე მონასტერი. შაოლინის მონასტერი მთის ფერდობზე ისეა აგებული, რომ ყოველი მომდევნო შიდა ეზო წინამდებარეზე მაღლაა გაშენებული. მსგავსი ნაგებობა ბუდისტური მონასტრებისთვისაა დამახასიათებელი და განვითარების შემდგომ საფეხურზე ასვლის სიმბოლოა. ერთი შეხედვით შაოლინი ციხესიმაგრეს წააგავს, რომლის მიღმაც სავარჯიშო დარბაზები და ბერების სენაკებია განთავსებული. ისტორიული წყაროების თანახმად, წმინდა მთის ფერხთით გაშენებული მონასტერი დენ-ბუდიზმის მიმდევარმა ინდოელმა ბერმა ბოდჰიდჰარმა, V საუკუნეში დააარსა. სწორედ ბოდჰიდჰარმას მოსწავლეებმა შექმნეს უშუს ორთაბრძოლის უნიკალური სისტემა, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია პოპულარული. დროთა განმავლობაში შაოლინური ორთაბრძოლის სისტემა უფრო სრულყოფილი გახდა. სპეციალისტთა აზრით სწორედ ამან დაუდო საფუძველი იაპონურ კარატესა და ჩინურ ტაიკვანდოს. შაოლინის მონასტერი კულტურის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები