შარაულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შარაულა||შარეულა – მდინარეა საქართველოში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1091 მ-ზე, ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². გამოდის სოფელ ნიკორწმინდასთან ახლოს, ღრმა კანიონში. ფიქრობენ, რომ შარაულა ეს იგივე ნიკორწმინდის ზემოთ კლდოვან ღრმულში დაკარგული მდინარე შაორის წყალია, ახალ ადგილას ამოსული.
სახელწოდება შარაულა, როგორც მართებულად მიუთითებენ, სოფელ შავრას მდინარეს (შა(ვ)რა-ულ-ა) ნიშნავ გამორიცხული არ უნდა იყოს თვით შავრა-ს მდინარე შაორ-თან ენობრივი კავშირი. ადგილობრივ შარაულა||შარეულა გაგებულია შემდეგნაირად: „წყალი, რომელიც შარეულია (-შერთულია) სხვა წყალთან“.