შარახევი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარახევი – სოფელი საქართველოში, არაგვის ხეობის ფშავში დუშეთის მუნიციპალიტეტში, მაღაროსკარის თემში, მდებარეობს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1580 მ. დუშეთიდან 32 კმ.

შარახევი ჰქვია ამ ხეობაში მომდინარე პატარა მდინარესაც. მდინარის სახელის მიხედვით წარმოქმნილა სოფლის სახელწოდება მეზობელ თიანეთის რაიონშიც: ზემო და ქვემო შარახევი.

ტოპონიმ (ჰიდრონიმ) შარახევის შინაარსს ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე-ხევისს შარიანობას მიზეზიანობას (მოულოდნელი გამოვარდნა, საქონელ-ხალხის მსხვერპლი) უკავშირებს. მაგრამ მოსახლეობის ერთი ნაწილი, ვფიქრობთ, სრულიად სწორად ხსნის სახელწოდება შარახევის წარმოშობის ისტორიას: „შარი და ადიდება არაფერ შუა არ არი. ამ ხევს ჭალიდან რო გაჰხედავ, სულ შარასავით სწორი გზა მიდის. ნამდვილი შარაგზა არისო და ამიტომ დარქმევია შარახევი“ (უშანგ ბოძაშვილი, ქ. დუშეთი 1974 წ.)


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები