შატილს გადიდდა ხოხობი (ბალადა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შატილს გადიდდა ხოხობი – საგმირო ბალადა. მასში ნაჩვენებია ბრძოლა ფშაველ მოყმესა და შვიდ ქისტს შორის, ფშაველი მოყმის მიერ მომხდურთა დახოცვა და გოდერძის ქალის – თამარის ტყვეობიდან გამოხსნა. ფშაველი მოყმის მამაცობას მისი თავმდაბლობაც ეხამება:
- ნუ იტყეის ჩემსა სახელსა,
- ჩვენ ვიყვეთ და-ძმობაზედა.
ბალადა მაღალპოეტურ ნაწარმოებს წარმოადგენს და აღმოსავლეთ საქართველოში მრავალ ვარიანტად არის გავრცელებული.
გ. შეთეკაური
ლიტერატურა
- ვ. კოტეტიშვილი, ხალზერი პოეზია, 1961, გვ. 371;
- გ. კალანდაძე, ქართული ხალხური ბალადა, 1957, გვ. 57-62;
- ქს. სიხარულიძე, ნარკეეეები, I, 1958, გვ. 207-209.
- ხალხური სიბრძნე, ტ. IV, 1965, გე. 112-115.