შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის უტილიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის უტილიზაცია – საორგანიზაციო-ტექნიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ეკოლოგიური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ტექნიკის გადამუშავებას ან მისთვის სხვა ფუნქციების მინიჭებას სამოქალაქო ტექნიკად გამოყენების მიზნით.

უტილიზაციას ექვემდებარება სამხედრო ტექნიკა, რომელიც შემცირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, მოხსნილია შეიარაღებიდან, გამოიმუშავა დადგენილი რესურსი და მოძველებულია. უტილიზაციის ყველაზე დამახასიათებელი სახეობებია: სამოქალაქო მიზნებისთვის გამოყენება საბოლოო დამუშავების და კომპლექტის დაშლის გარეშე (ავტომობილები, საინჟინრო ტექნიკა და ა.შ.), შეიარაღების დემონტაჟის და შესაბამისი საბოლოო დამუშავების შემდეგ. ასევე მოიცავს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნების გადამუშავებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები