შემასმენელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემასმენელი - წინადადების ძირითადი წევრი, რომელიც გამოხატავს საგნის მოქმედებას (აშენებს), მდგომარეობას (დგას), ერთი საგნის გრძნობით დამოკიდებულებას მეორისადმი (უყვარს, მოსწონს), ყოლა ქონებას (აქვს, ჰყავს), რა მოსდის საგანს (ფართოვდება), როგორია საგანი (შაქარი ტკბილია), ვინ არის, ან რა არის საგანი (ია ყვავილია, მე კაცი ვარ).

შემასმენელი ზმნის პირიანი ფორმით ან პირიანი ფორმის მონაწილეობით გადმოიცემა. ზმნა მდიდარია გრამატიკული კატეგორიებით და ამის გამო ერთდროულად მრავალგვარ შინაარსობრივ ნიუანსებს გამოხატავს. ამიტომაც, შემასმენელი ისეთივე მდიდარი სემანტიკის ამსახველია, როგორც თვით ის ზმნა, რომლითაც შემასმენელია გადმოცემული.

მარტივი წინადადების სტრუქტურა, მისი ყალიბი ზმის ფორმაშია მოცემული: იგი განსაზღვრავს საყრდენ, ანუ მთავარ წევრთა რაოდენობას წინადადებაში. ზმნა-შემასმენელი აფორმებს წინადადებას და აძლევს მას დასრულებულ სახეს. მასთან დაკავშირებულია სუბიექტურ და ობიექტურ პირთა გამომცემელი სახელები – წინადადების მთავარი წევრები (ქვემდებარე და პირმიმართი დამატებები). მასვე უკავშირდება წინადადების მეორეხარისხოვანი წევრები – უბრალო დამატება და გარემოება. შემასმენელი არა მარტო წევრია წინადადებისა, არამედ ის წევრ-წინადადებაცაა.

შემასმენელი ორგვარია – მარტივი და შედგენილი. მარტივი შემასმენელი ზმნის ამა თუ იმ მწკრივის ფორმით გადმოიცემა, შედგენილი კი – ბრუნებადი სიტყვითა და მეშველი ზმნით.

შემასმენელი ზოგჯერ გადმოცემულია მყარსიტყვათა შეკავშირებით, რომელიც მნიშვნელობით ზმნის პირიანი ფორმის სინონიმურია. მაგ- ,,თქვენი ჭირი წაიღო“ მნიშვნელობით იგივეა, რაც „მოკვდა“.

კ. გაბუნია

ლიტერატურა

  • დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., I973;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ. 1977;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ქართველურ ენებში, თბ. I982.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები