შენიღბვის საშუალებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შენიღბვის საშუალებები – სამრეწველო და საჯარისო დამზადების საშუალებები ჯარების (ძალების) და სამხედრო ობიექტების შესანიღბად. იყოფა შენიღბვის და იმიტაციის საშუალებებად.
შენიღბვის საშუალებები შეიძლება იყოს ზოგადი (ნიღბები, პირადი შემადგენლობის საშუალებები, შემნიღბავი შეფერილობა, აეროზოლური, ქაფწარმომქმნელი) და სპეციალური დანიშნულების (შესანიღბავი შალითები და მოსასხამები, ნიღბები, საბორტო აეროზოლური, შუქსანიღბავი, მაყუჩები და სხვა). იმიტაციის საშუალებები იყოფა სამხედრო ტექნიკის მაკეტებად (მაკეტების კომპლექტებად) და ფიზიკური ველების (რადიოლოკაციური, სითბური, მაგნიტომეტრიული, ბგერითი, რადიაციული და სხვა) იმიტატორებად.