შენობის პერიმეტრის იზოლაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენობის პერიმეტრის იზოლაცია − შენობის მიწისქვეშა ნაწილის გარე ზედაპირების თბოიზოლაცია, რომლის საჭიროებას განაპირობეს მიწისქვეშა სათავსში კომფორტული გარემოს შექმნა და ენერგოდანახარჯების შემცირება. გარე იზოლაცია კეთდება წყალგაუმტარი მემბრანის ზემოდან და მთლიანად ფარავს ნაგებობის მზიდ კონსტრუქციას. მას არ უნდა ჰქონდეს ცივი ბოგირები და მექანიკური დაზიანებისაგან უნდა დაიცვას მემბრანა. შენობის პერიმეტრის იზოლაცია სასარგებლოა როგორც გამთბარი, ისე ცივი სათავსებისათვის, რომელთა კედლები ეხება გრუნტს. თუ კედლები ექვემდებარება გრუნტის ან ფილტრაციული წყლების ზემოქმედებას, მაშინ ყველა შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური კონსტრუქციული გადაწყვეტების განხორციელება (ჰიდროსაიზოლაციო შრის მოწყობა, წყალგაუმტარი რკინაბეტონის ფილების გამოყენება და სხვ.).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები