შეფასების მრავალმხრივობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეფასების მრავალმხრივობა - აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს მრავალმხრივი. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება იძლევა იმის საშუალებას, რომ შეფასება გახდეს უფრო ხარისხიანი. შეფასება უნდა მოიცავდეს სწავლის შემეცნებით, ემოციურ და ნებელობით-ქცევით სფეროებს. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის არ არის საკმარისი, მოსწავლე მხოლოდ საკონტროლოების და ტესტების შედეგების საფუძველზე შეფასდეს. მოსწავლის მრავალმხრივი შეფასება მოითხოვს შეფასების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას. დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების კრებულების, პრეზენტაციების, მოსწავლეთა თვითშეფასებისა და მოსწავლეების მიერ ერთმანეთის შეფასების, ჯგუფური მუშაობის თუ სხვა ტიპის აქტივობების მიხედვით. მასწავლებელმა შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხარისხი (სახლში მიცემული დავალების შესრულების ხარისხი, გაკვეთილზე აქტიურობა, შემოქმედებითობა და სხვა).


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები