შეშველება (ქორეოგრაფია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეშველება – მოცეკვავეთა ხერხები, რომლებიც გამოიყენება დუეტურ ცეკვაში და რომლის წყალობით მოცეკვავე ქალს შესაძლებლობა აქვს ხანგრძლივად დაიკავოს წონასწორობა იატაკზე ან შეინარჩუნოს პოზა ჰაერში. პარტერული შეშველების ძირითადი ხერხებია: ხელის, მხრის და წელის. შეშველება არსებობს პარტერული („ქვედა“) ჰაერში („ზედა“) და აკრობატული.