შორეული აღმოსავლეთის ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shoreuli.PNG

შორეული აღმოსავლეთის ფუტკარი - ფუტკრის ჯიში. წარმოიშვა უმთავრესად უკრაინის სტეპისა და შუა რუსეთის ფუტკრის, ნაკლებად კავკასიურისა და უფრო ნაკლებად იტალიურის უსისტემო შეჯვარებით. ეს ფუტკარი ჰეტეროგენული წარმოშობისაა და მისი, როგორც დამოუკიდებელი ტიპის, ჩამოყალიბების დრო შედარებით მცირე პერიოდს მოიცავს. ამიტომ შორეული აღმოსავლეთის ფუტკარი გამოირჩევა ნიშან-თვისებათა საკმაო ცვალებადობით და არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ ჩამოყალიბებულ ჯიშად. ჯიშის ჩამოყალიბების პროცესი გრძელდება. შორეული აღმოსავლეთის ფუტკარი შეიძლება პირობით სამ ჯგუფად გაიყოს: ტაიგის, სანაპიროსი და სტეპის.

ფუტკრის სხეულის შეფერილობა რუხია და რუხ სიყვითლე შერეული. ხორთუმის სიგრძე 6,1–6,8 მმ-ია, მესამე თერგიტის სიგრძე 4,9 მმ, ერთდღიანი მუშა ფუტკრის მასა 105 მგ., გაუნაყოფიერებელი დედის მასა 180 მგ,. განაყოფიერებულისა 200 მგ. ფუტკრის ოჯახის ინტენსიური განვითარების პერიოდში დედის ნაყოფიერება 1100-1600 კვერცხია დღე-ღამეში.

შორეული აღმოსავლეთის ფუტკარი მონაყრეა, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე შუა რუსეთისა, გამოირჩევა მაღალი სათაფლე პროდუქტიულობით (საშუალოდ 36,5 კგ), შეუძლია, ეფექტიანად გამოიყენოს ცაცხვის უხვი ღალიანობა. ზამთარგამძლეა, სიდამპლით დაავადების ამტანი, ბუდეს კარგად იცავს ცვილის ჩრჩილისაგან. ფუტკრის სიწმინდის შენარჩუნებისათვის შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე აკრძალულია სხვა ჯიშის ფუტკრის შეყვანა.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები