ჩაღმა ჩაყრილო ვენახო (სიმღერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ – სავენახო ლექს-სიმღერა. ასახავს ქართველი ხალხის ისტორიის ერთ ტრაგიკულ პერიოდს, როცა თურქებმა ააოხრეს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი და მიიტაცეს აჭარა. ჩამწერი (ქედის რაიონის სოფელი მერისი) ამბობს: „თათრებმა ქართველების ჩაღმა ჩაყრილი ვენახი მოთხარეს და აღმა ჩაყარესო“. ლექსში გლეხი გულისტკივილით მისტირის საკუთარი შრომით ჩაყრილ და გაზრდილ ვენახს:

ჩაღმა ჩაყრილო ვენახო,
სად წადი და სად მოგნახო?
ჩემო გაზრდილო ვენახო,
სად წადი და სად მოგნახო?

გ· ჭელიძე

ლიტერატურა

თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963; აჭარის ხალხური პოეზია, ტ. I, 1970.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები