ჩინეთ-იაპონიის ომი 1937–45

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინეთ-იაპონიის ომი

ჩინეთ-იაპონიის ომი 1937–45 - დაიწყო იაპონიის ჩინეთზე თავდასხმით 1937 წლის 7 ივლისს. იაპონიას, რომელსაც 1931 წლიდან ოკუპირებული ჰქონდა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი (მანჯურია), გამიზნული ჰქონდა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიის ხელში ჩაგდებაც.

ომის პირველ ეტაპზე (1937 წლის ივლის-აგვისტო) იაპონელებმა დაიკავეს ჩრდილო და ცენტრალური ჩინეთის ვრცელი რაიონები დედაქალაქ ნანკინის ჩათვლით. ჩან კაიშის მთავრობამ ჩუნცინში გადაინაცვლა. იაპონიას მხარს უჭერდნენ გერმანია და იტალია. სსრ კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ იაპონელთა ქმედებების წინააღმდეგ გამოვიდნენ. წყნარი ოკეანის აუზში (წყნარი ოკეანის კამპანიები 1941–45) იაპონიის სამხედრო მდგომარეობის გართულების შემდეგ (განსაკუთრებულად 1944 წლიდან) იაპონიის სარდლობამ გააძლიერა ჩინეთზე შეტევა და დიდ წარმატებებს მიაღწია.

1945 წლის აგვისტომდე იაპონიის ჯარები ჩინეთის ფრნოტზე სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ II მსოფლიო ომში იაპონიის საერთო დამარცხებისა და კაპიტულაციის გამო ჩინეთ-იაპონიის ომი ჩინეთის სასარგებლოდ დასრულდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები