ცემენტის ჰიდრატაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის ჰიდრატაციაცემენტის წყალთან შეერთების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სითბოს გამოყოფით (ეგზოთერმული პროცესი). 1 კგ 300 მარკის ცემენტი ბეტონში 7 დღის განმავლობაში გამოყოფს დაახლოებით 170 კჯ სითბოს, 400 მარკის – არანაკლებ 210 კჯ. მასიურ კონსტრუქციაში გამოყოფილი სითბო შეიძლება იყოს 40°C-ით მეტი, ვიდრე გარემოს ტემპერატურაა. ამის გამო ბეტონში წარმოიქმნება ტემპერატურული ძაბვები, რომელიც ხშირად ბზარების წარმოშობის მიზეზი ხდება. ამის ასაცილებლად მასიურ ნაგებობაში უნდა გამოვიყენოთ დაბალთერმული ცემენტი, შევამციროთ ცემენტის ხარჯი და ზაფხულის პირობებში გამოვიყენოთ ხელოვნური გაცივება. ზამთრის პირობებში სითბოს გამოყოფა პირიქით სასარგებლოა, რადგან იქმნება ბეტონის გამაგრებისათვის საჭირო რეჟიმი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები