ცენტრიფუგირება
ცენტრიფუგირება − (ფრანგ. centrifuge ცენტრიდანული < ახ. ლათ. centrifugus ცენტრიდან გაქცე- ული << centrum ცენტრი < ბერძ. kéntron ნემსი, დეზი, წრის შემოსახაზავი ცენტრი, მახვილი წვერო, წვეტიანი ჯოხი, კრაზანის ნესტარი და ლათ. -fugus გაქცული < fugere გაქცევა) – არაერთგვაროვანი სისტემების (მაგ., სითხე-მყარი ტანი) განცალკევება ცენტრიდანული ძალის მოქმედებით. გამოიყენება სუსპენზიების განსაცალკევებლად, დაბინძურებული სითხეების გასაწმენდად, შლამების კლასიფიკაციისათვის მსხვილი ნაწილაკების ზომების მიხედვით და ა.შ. ცენტრიფუგირება ხორციელდება ცენტრიფუგაში, რომლის ძირითად სამუშაო ნაწილს წარმოადგენს საკუთარი ღერძის ირგვლივ სწრაფად მბრუნავი დოლი (როტორი); სიმძლავრე დამოკიდებულია დოლის ბრუნვის სიჩქარეზე. გამოიყენება ქიმიურ, კვების, ნავთობის, საშენი მასალებისა და სხვა დარგის მრეწველობაში.