ცეცხლის ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლის ზონა – სივრცე, რომლის ფარგლებშიც საბრძოლო წყობად განლაგებულ საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფს (ნაწილს, შენაერთს, დაჯგუფებას) შეუძლია დააზიანოს საჰაერო მიზნები; საზენიტო არტილერიის დაჯგუფებისათვის – სივრცე, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია აწარმოოს საჰაერო მიზნისთვის ცეცხლდაშენა. ცეცხლის ზონა ხასიათდება სიშორისა და სიმაღლის სიდიდით და გადაფარვის ჯერადობით.