ციტომეგალოვირუსული ნევროპათია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციტომეგალოვირუსული ნევროპათია - (cytomegalovirus neuropathy), მძიმე მულტიფოკალური ნევროპათია, რომელიც უფრო გამოხატულია ზურგის ტვინის ცხენის კუდის (cauda equina) მიდამოებში, ლიქვორში ხშირად აღინიშნება პოლიმორფონუკლეარული რეაქციის მქონე პლეოციტოზი, აგრეთვე, ციტომეგალოვირუსული ინფექციის სხვა გამოვლინებები – რეტინიტი, კოლიტი, პნევმონიტი.
ითვლება, რომ ციტომეგალოვირუსული ინფექცია არასპეციფიკური ინფექციების ერთ-ერთი თანმხლებია, რომლის მიმართ მიდრეკილება აიდ-ინფიცირებულთ აქვთ.
იხილე აგრეთვე
აივ-ასოცირებული ნეიროფსიქიატრიული აშლილობები