ციური კოორდინატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციური კოორდინატები – კუთხოვანი სიდიდეები, რომლის მეშვეობით ციური სფეროს (მანათობლის) წერტილების მდგომარეობა განისაზღვრება. გამოიყენება ჰორიზონტალური, პირველი და მეორე ეკვატორული, ეკლიპტიკური და გალაქტიკური სისტემების ციური კოორდინატები. ისინი განისაზღვრებიან დაკვირვებით, ეკლიპტიკური და გალაქტიკური გამოთვლებით. სისტემებს შორის მათემატიკური დამოკიდებულება სფერული ტრიგონომეტრიის ფორმულების მეშვეობით წესდება. გათვლის მონაცემები გამოიყენება რაკეტების გაშვების, არტილერიის სროლის, საზღვაოსნო, საავიაციო და გეოდეზიური ასტრონომიის, ასტრონომო-გეოდეზიური მომზადების დროს აერონავიგაციაში და საზღვაო ნავიგაციაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები