ძებნა (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძებნა (სამხედრო)

1. სახმელეთო ძალებშისაჯარისო დაზვერვის წარმოების ხერხი, რომელიც გულისხმობს ქვედანაყოფის (ჯგუფის) ფარულ მიახლოებას (მიპარვას) და უეცარ თავდასხმას დასახულ ობიექტზე ტყვეების ასაყვანად, დოკუმენტების და შეიარაღების ნიმუშების ხელში ჩასაგდებად.

2. რადიოტექნიკურ ჯარებშიმოწინააღმდეგის რადიოსაშუალებების აღმოჩენის და ჩანიშვნის ხერხი სპეციალური მიმღებების და სხვა აპარატურის გამოყენებით მათი დაფიქსირების, სიხშირის, დროის და სივრცითი მახასიათებლების განსაზღვრის გზით;

3. სამხედრო-საჰაერო ძალებში – დამოუკიდებელი ძებნა, ცალკეული თვითმფრინავის ან თვითმფრინავების ჯგუფის მოქმედებები მოწინააღმდეგის ავიაციის, ან მნიშვნელოვანი სახმელეთო ობიექტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად; მოწინააღმდეგის მიერ დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული საფრენი აპარატების აღმოჩენის ხერხი მათთვის დახმარების გასაწევად და ეკიპაჟების გადასარჩენად;

4. საჰაერო თავდაცვის ნაწილებში (შენაერთებში) – მოქმედებები საჰაერო მიზნების აღმოსაჩენად და ამოსაცნობად, მათი კოორდინატების და მოძრაობის პარამეტრების განსასაზღვრავად და მოწინააღმდეგის აღმოჩენილი თვითმფრინავების გასანადგურებლად.

5. სამხედრო-საზღვაო ძალებში – დაზვერვის წარმოების ხერხი. აწარმოებენ სპეციალურად გამოყოფილი ძალები მოწინააღმდეგის ხომალდების დაჯგუფების აღმოჩენის, ამოცნობის, კლასიფიცირების, შემადგენლობის განსაზღვრის, თვალთვალის ან განადგურების მიზნით, აგრეთვე საკუთარი დაზიანებული (ავარიაში მოხვედრილი) ხომალდების და საფრენი აპარატების აღმსაჩენად და დასახმარებლად (ეკიპაჟების გადასარჩენად);

6. კოსმონავტიკაში – დედამიწაზე (წყალზე) დაშვებული გასაშვები კოსმოსური აპარატების აღმოჩენის, ეკიპაჟების დახმარებისა და ევაკუაციის ხერხი;

7. სასაზღვრო ჯარებში სახელმწიფო საზღვრის დამრღვევების აღმოსაჩენად და დასაკავებლად მოქმედებების ხერხი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები