ძუარი ლაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძუარი ლაგ-ი (ოს. Дзуары лæг – „ხატის კაცი“) — ხატის კულტმსახური მამაკაცი, მაღალი ზნეობრივი პრინციპებისა და გარკვეული საკრალური ცოდნის მატარებელი ასაკოვანი პირი.

როგორც წესი, ძუარი ლაგებს ყოველწლიურად ირჩევდნენ (იშვიათად კულტმსახურობა მემკვიდრეობითაც გადადიოდა). ძუარი ლაგი ხელმძღვანელობდა სადღეობო და ზოგადად სალოცავთან დაკავშირებულ რიტუალებს, რომელთა უმთავრეს ნაწილს მსხვერპლშეწირვა და ლოცვა შეადგენდა. იგი ადამიანებსა და ღვთაებებს შორის შუამავლად ითვლებოდა; ჰქონდა სრული მხარდაჭერა და იყო ხელშეუხებელი. ძუარი ლაგი ჩხირებზე მკითხაობით არკვევდა სამსხვერპლო ცხოველის სახეობას, ასაკსა და ფერს; თავად მიდიოდა ნახირში ან ფარაში და არჩევდა საქონელს, რომელსაც ამ მომენტიდან მზრუნველობას არ აკლებდნენ (ზოგჯერ რძითაც ბანდნენ).


ლიტერატურა

  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები