წამწის სტატიკური გაანგარიშება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წამწის სტატიკური გაანგარიშება – გრძივი ძალების განსაზღვრა წამწის ღეროებში ყველა საანგარიშო დატვირთვებისა და მათი შეხამებისაგან. ზედა სარტყელზე მოქმედი თანაბრად განაწილებული დატვირთვა პირობითად ითვლება მოდებულად კვანძებში. სეგმენტური წამწის ზედა სარტყლის მოღუნული პანელები პირობითად იცვლება მისი ქორდებით. რადგანაც ყველა წამწე წარმოადგენს სტატიკურად რკვევად სისტემას (ითვლება რომ ყველა კვანძი სახსროვანია), ამიტომ ელემენტებში გრძივი ძალების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ანალიზური – კვანძების ამოკვეთის მეთოდით, ან გრაფიკულ-ანალიზურით – მაქსველ-კრემონას დიაგრამის აგებით. თანამედროვე წამწეების გაანგარიშება ხდება კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით.