წართქმითი წინადადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წართქმითი წინადადება – წინადადება, რომელშიც აზრი დადებითად არის გამოხატული („გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარიო“, ვაჟა-ფშაველა). წართქმითი წინადადება უპირისპირდება უკუთქმით წინადადებას (გულმა შვება იგრძნო – შდრ. გულმა შვება ვერ იგრძნო).
წართქმით წინადადებაში შემასმენელი, ჩვეულებრივ, ზმნის დადებითი ფორმითაა გადმოცემული („თოვლის ფიფქი წამოვიდა და დამადნა ტუჩის ქიმზე“, ი. გრიშაშვილი), თუმცა ე· წ. რიტორიკულ კითხვით წინადადებაში წაროქმითი მნიშვნელობა აქვს უკუთქმითი ფორმით მოცემულ ზმნასაც.
ლ. კვანტალიანი